მცირე სესხების უზრუნველსაყოფად ხშირად ხდება მოძრავი ნივთების დაგირავება ლომბარდში. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდისთვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

იურისტების მტკიცებით, ლომბარდს არ აქვს უფლება საკუთრების უფლებით დაიტოვოს ის საგანი, რომელიც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის საგნად. უნდა მოხდეს ამ ნივთის რეალიზაცია გონივრულ და სამართლიან ფასად.

ვებგვერდი myadvokat.ge-ის განმარტებით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდმა თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია განახორციელა არასამართლიან ფასად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოგადგათ ლომბარდის ქმედების შედეგად.

გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი