საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ტურიზმიდან 1.36 მლრდ ლარი შემოვიდა. ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა და $325 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის თვეში, გასულ წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილია საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაც. 

მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში 400 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, მაშინ, როცა 2017 წლის ივნისში 331 ათასი ტურისტი ეწვია ქვეყანას. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი