ივნისში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ივნისში საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი 1.3 ლარით შემცირდა. 

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153 ლარი და 20 თეთრია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული საარსებო მინიმუმი ყოველთვიურად იზრდებოდა. იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155 ლარი იყო, მაისში 157 ლარი 50 თეთრი. 

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 290 ლარია. 

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი