ეროვნული ბანკის მონაცენებით, 2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილებით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ივნისში ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა - 39.2 მილიონი დოლარი, მას მოსდევს იტალია - 15.6 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზე აშშ-ია - 14.2 მილიონი დოლარით.

2018 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი