2018 წლის 5 თვეში კომერციულმა ბანკებმა 214,9 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაისაკუთრეს. 2017 წლის 5 თვეში ეს მაჩვენებელი 165,2 მილიონი ლარი იყო. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანალიზის თანახმად, 2018 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების მიერ ჩამოწერილი სესხების რაოდენობა 22,7 მილიონი ლარია. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 20,5 მილიონი ლარი იყო. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების მიერ ამოღებული სესხების მაჩვენებელი 9,5 მილიონი ლარია. 2017 წლის 5 თვეში კი 7,7 მილიონი ლარი.

ადგილობრივ ბაზარზე 16 კომერციული ბანკი ოპერირებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი