დედაქალაქის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ. ამის შესახებ მაია ბითაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ტაქსების რეგულირებას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ამოქმედებულია და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა დაისჯება.

რაც შეეხება ნებართვის საფასურს, ჰიბრიდული ავომობილებისთვის 50, ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასო იქნება.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, შეესაბამება თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებს, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი