ბრიტანულმა ტაბლოდმა The Sun გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ბენზინგასამართი სადგურების სია. მისი შედგენისას ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია მძღოლისთვის ობიექტზე მისვლა და შეუძლია თუ არა იქვე, ავტომობილში ლოდინის გარეშე, მიირთვას ან დაისვენოს. სიაში საქართველოში, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიც მოხვდა. 

„ეს მშვენიერი ბენზინგასამართი სადგური ბათუმში, საქართველოშია. ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც არქიტექტურულმა ფირმამ შექმნა და ააშენა და არა თავად კომპანიამ. 

შენობა ისეა გაფორმებული, რომ საწვავის პისტოლეტებს ვერ ხედავენ მძღოლები, რომლებიც ამ დროს მიირთმევენ რესტორანში, რომელიც გარშემორტყმულია მშვენიერი ბაღითა და აუზით“ - ვკითხულობთ სტატიაში. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი