საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კაპიტალის რეფორმისა და საპენსიო ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ის ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით არ არის დამაკმაყოფილებელი. მათ შორის, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმაში ინტერესთა კონფლიქტს და ბუნებრივია, ეს არის აღმოსაფხვრელი და რაც შეიძლება, მოკლე ვადაში განსახორციელებელი", – განაცხადა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, მთავრობა აუცილებლად გაატარებს საპენსიო რეფორმას. 

"საპენსიო რეფორმა ყველა ქვეყანაში ძალიან ცხარე დებატების საგანი იყო. ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ვერცერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ მიაღწია საპენსიო ფონდების გარეშე სოციალური დაცვის იმ სტანდარტს, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში", – განაცხადა პრემიერმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი