პრობლემურ მსესხებლებს შესაძლოა, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ. ინიციატივაზე განათლებისა და განვითარების ცენტრი მუშაობს.

ცენტრის წარმომადგენელის, ალექსანდრე ადამაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კონსულტაციები აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

„ვინაიდან პრობლემური მსესხებლების შემთხვევაში თანხებზე არის შეზღუდვა, შესაძლოა, დაზგა-დანადგარების და სხვა აგრეგატების მიწოდების მხრივ მოხდეს მათი საგრანტო პროექტებში მონაწილეობა. ასე ამ პირებს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდებათ და გარკვეულწილად, ჭარბვალიანობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა ადამაშვილმა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი