ძირითად საკვებ პროდუქტებზე საერთაშორისო ფასები 2018 წლის განმავლობაში პირველად ივნისში დაეცა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცნობით, ივნისში სურსათის ფასების ინდექსი 1.3%-ით 173.7-მდე შემცირდა.

ფასების ცვლილება ძირითადად ხორბალს, სიმინდსა და მცენარეულ ზეთებს შეეხო. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ძირითადი საკვები პროდუქტების კალათაში საერთაშორისო ფასების ყოველთვიური ცვლილების საზომია.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი