ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების 2017 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინა წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული 1 695 უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც, 1 258 საცხოვრებელი ფართი იყო.

ამასთან, რაც შეეხება უძრავ ქონების სხვა ტიპებს, 1 695-დან 211 არასაცხოვრებელი ფართი, 198 - მიწის ნაკვეთი და 28 - ნაგებობა და სხვა ქონება იყო.

იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რაც კრედიტორს აძლევს გარანტიას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. ამიტომ ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ სანამ უძრავ ქონებას იპოთეკით დატვირთავს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი