საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, გვჭირდება ახალი ეკონომკური მოდელი, სამართლიანი თამაშის წესებით. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივების თანახმად, შემოდის სხვადასხვა რეგულაცია, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეების მდგომარეობას და ადამიანები აღარ აღმოჩნდებიან თაღლითური სქმების, შანტაჟის და სხვა მაქინაციების მსხვერპლი. 

„ეს არის კონკრეტული ინიციატივები, რომელიც შეეხება დაჯარიმების პრინციპებსაც, დაწესდება ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივები, რომელიც პრემიერმინისტრმა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წარადგინა და პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულ შედეგს მოუტანს საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

7 ივლისს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების 2017 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინა წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული 1 695 უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც, 1 258 საცხოვრებელი ფართი იყო.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი