კომპანია „კრიპტომატი თბილისში კრიპტოვალუტის ბანკომატების რაოდენობის გაზრდას აპირებს. კრიპტომატების დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია კრიპტოვალუტის (ბიტკოინი და ლაითკოინი) ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შეასრულოს. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

ოპერაციების შესასრულებლად მომხმარებელმა ციფრული საფულის QR-ი უნდა დაასკანეროს და აპლიკაციაში ტრანზაქციის დადასტურება მიუთითოს.

თითეული ტრანზაქციის დროს მომხმარებელს 14 000 ლარის განაღდება შეუძლია. საბოლოოდ, თბილისში კრიპტომატის 15 აპარატი განთავსდება, მათი დადგმა იგეგმება წლის ბოლომდე საქართველოს სხვა ქალაქშიც, მათ შორის: თელავი, ბათუმი, ქუთაისი.

პირველი ტერმინალები თბილისში მაისში გამოჩნდა. 

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. 8 ივლისის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 6753 აშშ დოლარია.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი