საქართველოში, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტმა 516,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 60 ათასი ტონით აღემატება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში, ქვეყანაში 256,7 ათასი ტონა ბენზინის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 260,1 ათასი ტონა - დიზელის.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 143,6 ათასი ტონა, რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი - 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი - 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი - 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი - 28,2 ათასი ტონა (5,4%).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი