ეროვნულმა ბანკმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი" და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი" დაამტკიცა.

ახალი რეგულაციის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის მიმართულებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაფართოვდა.

ახალი წესების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების წესი. ასევე, განისაზღვრა აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განახორციელონ. რაც შეეხება ამ წესების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი ვადები მიეცათ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი