საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ვერ ამოქმედდება.  ამის შესახებ BM.ge-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა. 

„უკვე ერთმნიშვნელოვანია, რომ რეფორმა გადაიწევს. სისტემის ამოქმედება ანუ საპენსიო დანაზოგების შეგროვების და კონტრიბუციის ეტაპი 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს“ დაამტკიცებს პარლამენტი, საპენსიო სააგენტოც შეიქმნება. 

„როგორც კი ამოქმედდება, ავტომატურად დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცესი სააგენტოს ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. 

აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ BM.ge-ის ფინანსთა მინისტრმა ნიკოლო გაგუამ განუცხადა, „საპენსიო სააგენტო“ ივლისში ამოქმედდება". 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, კანონპროექტზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე მოსმენით იმსჯელებს. 

„მე როგორც ვიცი, ამ კვირაში მეორე მოსმენაა დაგეგმილი. საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, ეს არის სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ივლისში მოხდება საპენსიო სააგენტოს ამოქმედდება, რომელიც უკვე მთავრობიდან გადაიბარებს იმ პროცესებს, რაც აღნიშნული სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა გაგუამ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი