საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ნებისმიერი პირი, რომელიც კვირაში 1 საათზე მეტ ხანს მუშაობს დასაქმებულად ითვლება. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში ასეთია:  

საქართველო - 51.7%
კოლუმბია - 51.3%
საბერძნეთი - 34.1%
ბრაზილია - 32.9%
თურქეთი  - 32.4%
სამხრეთ კორეა - 25.5%
იტალია - 23.9%
ესპანეთი - 16.9%
გაერთიანებული სამეფო - 15.4%
საფრანგეთი - 11.8%
იაპონია - 10.6%
გერმანია - 10.4%
კანადა - 8.6%
რუსეთი - 7.5%
აშშ - 6.4% 
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 13.9 პროცენტამდე ჩამოვიდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი