სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად ბიუჯეტში, 2018 წლის 6 თვეში, 62 793 581 ლარი მობილიზდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე პერიოდში 700 ელექტრონული აუქციონი გამოქვეყნდა. გასხვისებული სახელმწიფო ქონებიდან მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობა 64 000 000 ლარს აჭარბებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი