დღეიდან ძალაშია დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. 

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით,ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100,000 ლარისა. 

ამასთან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა. 

„ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ ახალ სამართლიან თამაშის წესებს, ეს ეკონომიკური მოდელი ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე. ეს არის ის რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ ეკონომიკურ გუნდს ერგო ისეთი სისტემა, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადები მცირე ბიზნესისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მცირე ბიზნესისთვის. ასევე ისეთი მოდელი სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ ბარიერები რომ გაეფართოვებინათ ბიზნესი. ეს ყველაფერი აიძულებდა მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომკაში. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა არის მცირე ბიზნესის წახალისება. დღეიდან საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

ახალი საგადასახადო ინიციატივა უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის მინიმუმამდე შემციებას საგადასახადო ტვირთის. ამ რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენ მოქალაქეებს. ასევე ეს რეჟიმი ხელს შეუწყობს სექტორის გამჭვირვალობას. უნიკალური საგადასახადო რეჟიმი დღეიდან უკვე ძალაშია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი