წლის პირველ კვარტალში ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ 51,9 მლნ ოპერაცია შესრულდა, რაც თანხობრივად 5.1 მილიარდი ლარია. აქედან ოპერაციების რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 4% და 7% ქვეყნის გარეთ. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილმა სულ შესრულებულ ტრანზაქციებში შეადგინა 69%, ხოლო თანხის წილმა 25%. აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ული პუნქტით როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გასული (IV კვ., 2017 წ.) კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. 

სულ ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები გაიზარდა 1%-ით რაოდენობრივად და შემცირდა 8%-ით თანხობრივად წინა, 2017 წლის IV კვარტლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. 

2017 წლის I კვარტალთან შედარებით ქართული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა 38%-ით რაოდენობრივად და 27%-ით თანხობრივად. მათგან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 49% რაოდენობრივად და 46%-ით თანხობრივად. ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა კი გაიზარდა 17%-ით და თანხა 21%-ით. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი