მაისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მლნ ლარით გაიზარდა და 409.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 46.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 137.5 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 10.11 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მაისში 16.4 მლნ აშშ დოლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 86.0 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი