კომპანია "ვიონი საქართველოს" კომერციული დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის კუთხით ნაბიჯები უახლოეს 2 წელში გადაიდგმება. 

"მე ვფიქრობ, რომ 2 წლის დიაპაზონში აუცილებლად უნდა ველოდოთ ამ ნაბიჯებს, იმიტომ, რომ მსოფლიო მასშტაბით მეხუთე თაობის ინტერნეტის კომერციული გაშვება 2020 წლისთვის იგეგმება. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, ზოგიერთი კომპანია უკვე ტესტავს ამ პროდუქტს. არ მგონია ამ პროცესს საქართველოც ჩამორჩეს და ვფიქრობ, რომ მალევე გავაკეთებთ მას, იმიტომ რომ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ნამდვილად ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე", - განაცხადა ლაშა ტაბიძემ გადაცემაში "საქმის კურსი“. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი