საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოში ეკონომიკის 4.8%-იან ზრდას ელის. აპრილში ფონდი 4.5%-იან ზრდას ვარაუდობდა. ამავე პროგნოზით 2019 წელსაც ეკონომიკის ზრდა 4.8% იქნება. 

ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელი 41.4 მილიარდ ლარამდე (წინა პროგნოზით 40.1 მლრდ) გაიზარდა.

საერთშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა, ქვეყანა კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ.

ამავე დროს, სსფ ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებას ურჩევს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო სავალუტო ფონდისგან 42.25 მილიონ დოლარს მიიღებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი