საქართველო სავალუტო ფონდისგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ imf.org ავრცელებს.

ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასება „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების“ ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა. რის შემდეგად, საქართველოსთვის ხელმისსაწვდომი გახდა 30 მილიონ ‘სპეციალური ნასესხობის უფლებას’ (SDR), რაც 42.25 მილიონი აშშ დოლარის ტოლია.

მიმდინარე პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 210.4 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლების (SDR-ის) (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს ქვოტის 100%-ის) გადმორიცხვას ითვალისწინებს.

დანარჩენი ჩამორიცხვები განხორციელდება შემდეგი ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება. 

მიმდინარე შეფასებით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნება მოსალოდნელია ხელსაყრელი გლობალური გარემოს და პროგრამის ფარგლებში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე. ამასთან, ხელისუფლება გონივრული საშუალოვადიანი ფისკალურ პოლიტიკის ერთგული რჩება: შემოსავლების მობილიზაციის გაძლიერების და ხარჯვის ეფექტურობის ზრდით და  მონეტარული პოლიტიკა შეესაბამება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლთან დაახლოების მიზანს, 2018 წლის ბოლოსთვის.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი