2018 წლის I კვარტალში, ბიზნესსექტორის ჯამური ბრუნვა 17 980.2 მილიონი ლარი იყო. სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2 820 მილიონი ლარით აღემატება.

საქსტატის დაანგარიშებით, გაზრდილია ამ სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობაც. 2018 წლის პირველ სამ თვეში ეს მაჩვენებელი 8 692.2 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2017 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 7 496.2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაც.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორიში 637 047 ადამიანია დასაქმებულია (2017 წლის I კვარტალი - 604 984), რომელთა საშუალო თვიური ხელფასი 1 106.4 ლარია (2017 წლის I კვარტალი - 1 024 ლარი).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი