სოციალურმა ქსელმა Facebook-მა რამდენიმე თვეს მოქმედი აკრძალვა კრიპტოვალუტის ოპერაციების რეკლამის შესახებ გააუქმა. ამის შესახებ სოცქსელის პროდუქტების მართვის დირექტორმა რობ ლაზერნმა განაცხადა. ამასთან Facebook-ზე კვლავ აკრძალულია ბინარული ოპერაციები და და ტოკენების (ICO) განთავსება. 

Facebook-მა კრიპტოვალურის რეკლამის აკრძალვის შესახებ 2018 წლის იანვარში განაცხადა. მიზეზი კი იყო ის, რომ ამ გზით შესაძლოა მოტყუვდნე მომხმარებლები. მარტში რეკლამის აკრძალვის შესახებ Google-მაც განაცხადა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი