საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.27 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.01% წინა კვირასთან შედარებით და -16.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 686 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.83 – 19.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 140 ათასი აქცია შეადგინა. 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -8.22% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1,106 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.10 – 12.30 დიაპაზონში. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-0.94% წინა კვირასთან შედარებით და -3.76% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 291 ათასს გადააჭარბა, GBP 16.12 – 17.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 44 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-5.56% წინა კვირასთან შედარებით და -15.84% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 45 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.55 – 2.69 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 21 ათასი აქცია შეადგინა. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი