ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივნისის მდგომარეობით, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა უკვე გადაჭარბებით შესრულდა.

უწყების ინფორმაციით, საბოლოო მონაცემები თვის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

15 ივნისს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ დღეში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.6 მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შესულ გადასახადებს შორის.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატებოდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი