ინფორმაციას იმის შესახებ, აქვს თუ არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ნებისმიერი მოქალაქეს შეუძლია.

imedinews-ს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც განმარტებულია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია, ავტოტრანსპორტის მდგომარეობის შესახებ. ამისთვის, პირმა უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე 1484 და ოპერატორს მიაწოდოს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.

მიწოდებული ნომერი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში გადამოწმდება. თუ ავტომიბილს ერთხელ მაინც აქვს გავლილი ტექნიკური ინსპექტირება, ის დაფიქსირებული იქნება მონაცემთა ბაზაში და მოქალაქე მიიღებს ყველა ინფორმაციას ავტოტრანსპორტთან დაკავშირებულ კითხვებზე.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში,  2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.

უკვე ამოქმედდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო და 8 ადგილზე მეტი (მძღოლის გარდა) დასაჯდომი ადგილის მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 კატეგორიები) და ასევე მათი მისაბმელებისთვის (O3, O4 კატეგორია).

დარჩენილი კატეგორიის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  ამოქმედდება შემდეგი თანმიმდევრობით:

2018 წლის 1 ივლისიდან - M1 (მსუბუქი), სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები;

2018 წლის 1 ოქტომბრიდან - M1 (მსუბუქი), 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი  ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;

2019 წლის 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი), საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილი.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ახორციელებს.

რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას შვეიცარული  საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA უწევს.

ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი