პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.pti.ge და ცხელ ხაზზე 1484. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნებ  ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

ავტოსატრანსპოტრო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელ ხაზზე მომხმარებლის კითხვები ძირითადად ეხება: ინსპექტირების ამოქმედების ეტაპებს; პერიოდულობას, ვადებსა და ღირებულებას; ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირებას  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ადგილმდებარეობას, პროცედურებს, გამონაბოლქვის შემოწმებას და სხვ.

20 ივნისის მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 34 740 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

ტექდათვალიერების მომდევნი ეტაპი პირველი ივლისიდან დაიწყება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი