პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემა 2007 წლიდან იწყება. როგორც ბახტაძემ უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის კითხვის პასუხად განაცხადა, სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დადგა ქვეყანაში პრობლემა, კერძოდ კი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარის მოხსნის შემდეგ. 

„ბატონო რომან, თქვენ თავადაც აღნიშნეთ, რომ ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის სისტემური რისკი, რომელსაც სჭირდება მართვა. რაც შეეხება საკითხს თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, - ეს ყველაფერი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს შეტანილი ცვლილებიდან, რომლის მიხედვითაც თქვენ მოხსენით ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი. შედეგად ჩვენ ე.წ. სესხები 200%-300%-400%-ით მივიღეთ. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. IMF და მსოფლიო ბანკი არაერთხელ მოგვიწოდებდა, რომ არ შეიძლება ასიმეტრიული რეგულაციები საფინანსო სექტორში. არ შეიძლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირდებოდნენ ერთი, ბანკები მეორე რეგულაციით და ა.შ. ეს უნდა გაგვეეთებინა ადრე თუმცა სამწუხაროდ სანამ ეროვნულ ბანკში არ მოხდა მენეჯმენტის ცვლილება ეს გაჭირდა, თუმცა ეს უნდა გაკეთებულიყო ადრე და პრობლემაც იქნებოდა ნაკლები“, - განაცხადა ბახტაძემ. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი