მაისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ჯამში 68,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებელზე 8,3 მილიონი ლარით მეტია. 2017 წლის მაისის თვესთან შედარებით კი ბანკების მოგება 11,6 მილიონი ლარით გაიზარდა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ მიმდინარე წლის მაისში კომერციული ბანკების შემოსავალმა 349 მილიონი ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 260,1 მილიონი ლარი. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი