მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება, რომელიც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ბოლო ერთ თვეში კიდევ 5 მილიარდით გაიზარდა და $141 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ cnbc-ი წერს.

აღნიშნულის გარდა, Amazon-ის დირექტორმა კიდევ ერთი ფინანსური რეკორდი დაამყარა – ის პირველი ადამიანი პლანეტაზე, რომლის აქტივებმაც 100 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა ბილ გეიტსი უკან ჩამოიტოვა. გეიტსი მკვეთრად ჩამორჩება, Microsoft-ის შემქმნელის ქონება 95 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ კომპანიაა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კონცერნი კანადაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპაში ოპერირებს. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი