„ყველა გადასახადი დღგ-ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ქვეყანას აქვს პროგრესი, თუმცა ჩამორჩება ამ კუთხით ისეთ ქვეყნებს რომელთა ეკონომიკა ციფრული ტექნოლოგიებით ეფექტურად იმართება. 

„ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი იმ ქვეყნებზე, რომლებმაც შეძლეს და მოახდინეს ციფრული რევოლუცია. აქ შეგვიძლია ესტონეთის მაგალითი მოვიყვანოთ, ფინეთის და სხვების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი დღგ-ს გარდა იქნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით განვითარებული და შესაბამისად, ამოცანა მიეცემა ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალი წლის განმავლობაში უკვე ამ საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გამართოს“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი