
2018 წლის 15 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 73,44 (- 2,50) დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 65,06 (- 1,83) დოლარი შეადგინა.
13 ივნისს დონალდ ტრამპმა ნავთობის ფასის ზრდის გამო OPEC-ი გააკრიტიკა.
დღეს კი ირანმა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს მოუწოდება, რომ ნავთობის მოპოვების ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით რუსეთისა და საუდის არაბეთის წინადადების წინააღმდეგ წავიდნენ.
წყარო: www.imedinews.ge
2328