საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.28 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.14% წინა კვირასთან შედარებით და -14.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 702 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.17 – 23.49 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 115 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.50%-ით, ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.29%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.43% შეადგინა. 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.22 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.9% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 4,673 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.23 – 12.50 დიაპაზონში. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 11.88% შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+0.82% წინა კვირასთან შედარებით და -1.72% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 134 ათასს გადააჭარბა, GBP 15.76 – 17.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა. 

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-3.57% წინა კვირასთან შედარებით და +2.27% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 192 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.70 – 3.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.15% შეადგინა. 

წყარო: G&T

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი