
2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1059 ლარია. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა - 2305 ლარი.
მეორე ადგილზე პრეფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობაა - 1743 ლარით, მესამეზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი - 1686 ლარით.
ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დაფიქსირდა - თვეში საშუალოდ 567 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 683 ლარით.

წყარო: www.imedinews.ge
2404