2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების ფასი. ამის შესახებ  თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყებულ პუბლიკაციაში წერია.

2018 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვის ჯამურმა რაოდენობამ 27 495 ერთეული შეადგინა. 

პუბლიკაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. 

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამგორი დომინირებს. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი უძრავი ქონება საბურთალოზე (2,924 ერთეული) გაიყიდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილებენ.

კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 1 078 აშშ დოლარი ანუ 2 678 ლარი; ხოლო სამგორში - 529 აშშ დოლარი ანუ 1 314 ლარი იყო. 

საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 874 დოლარი (2 172 ლარი); გლდანში - 551 დოლარი (1 367 ლარი); ნაძალადევში - 609 დოლარი (1 512 ლარი); დიდუბეში - 754 დოლარი (1 871 ლარი); ვაკეში - 998 დოლარი (2 479 ლარი); ჩუღურეთში - 737 დოლარი (1 831 ლარი); ისანში - 669 დოლარი (1 662 ლარი); ხოლო კრწანისში - 831 დოლარი (2 063 ლარი) იყო.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი