საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1059 ლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი. 

2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 2305 ლარი. მეორე ადგილზეა პრეფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობაა - 1743 ლარით, ხოლო მესამეზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორია - 1686 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 567 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 683 ლარით. 

2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ადმინისტრაციულ საქმიანობაში გაიზარდა - 27%-ით. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა 21%-ით. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი