„დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური სტიმულია ბიზნეს სექტორისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი, ცოტნე ყავლაშვილი ნაერთ ბიუჯეტში დაფიქსირებული საგადასახადო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შეფასებისას აცხადებს.


მისი განმარტებით, 15 ივნისს იყო საგადასახადო შემოსავლების სავადო თარიღი და ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 232.6 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები.


„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში ბიუჯეტში შემოსულ თანხებს შორის. ზოგადად, ივნისის თვეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რადგან გვაქვს ძალიან პოზიტიური ტრენდი საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 608 მლნ ლარი, რაც პრაქტიკულად 25%-იან ზრდას აჩვენებს ამე ტაპისთვის. 


ივნისში ველოდებით საგადასახადო შემოსავლებს მილიარდი ლარის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებელბს, რაც გვქონდა 5 თვის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, 5 თვის მდგომარეობით, გვქონდა 130 მლნ ლარზე მეტი გადაჭარბება. გარდა ამისა, ჩვენ 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, - აღნიშნავს ცოტნე ყავლაშვილი.


მისი თქმით, საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ რეფორმების პაკეტის შედეგი, რაც ბოლო პერიოდში იქნა განხორციელებული. „ვგულისხმობ როგორც საგადასახადო, ისე ხარჯვით პოლიტიკას და ზოგადად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების სახით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი