ეროვნული ბანკის ცნობით, მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ბანკის კომიტეტის შეფასებით, უცხოური საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის ვალდებულებების მაღალი წილი ბანკების დაფინანსებაში. 

"ეროვნული ბანკი რეგულარულად აფასებს საბანკო სექტორის მგრძნობელობას სტრესული სცენარების მიმართ; შეფასების შედეგები ცხადყოფს, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვანწილად მდგრადია უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკის მიმართ. საკრედიტო რისკის მიმართ ფინანსური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესში ცვლილების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 5-დან 10 პროცენტულ პუნქტამდე გაიზარდება სხვაობა უცხოური და ადგილობრივი ვალუტის სესხების მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტების მაქსიმალურ მაჩვენებლებს შორის, რაც ლარიზაციის ხელშეწყობის დამატებითი ზომაა", - განმარტავენ სებ-ში.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი