2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების ფასი.

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში უძრავი ქონების გაყიდვის ფასი 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო გაქირავების - 1,4%-ით.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ამ პერიოდში, 1მ2 საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 860 აშშ დოლარსა და 906 აშშ დოლარს შორის მერყეობდა. გაქირავების საშუალო ფასი კი 1 მ2-ზე 6.7 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის მერყეობდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი