ჭარბვალიანობა ძირითადად მიკროსაფინანსო კომპანიების დაფინანსებით არის გამოწვეული,- ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს. ასე აფასებს ის პრემიერმინისტრობის კანდიდატის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებებს ჭარბვალოანობასთან დაკავშირებით. ბანკირმა ფინანსთა მინისტრის სხვა განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ რეფორმების ნაწილი სწრაფად არის გასატარებელი ჭარბვალიანობის პრობლემის გამო. 

ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით განათლების რეფორმა, რადგან ვფიქრობ რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გრძელვადიანად ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეეხება ბოლო კვირებში გაჟღერებულ აქტივობებს, ვფიქრობ რომ სასწრაფოდ იქნება მნიშვნელოვანი ის რეგულაციები რაზეც იყო საუბარი ანუ საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება,. ფიქრობ ეს დროზე იქნება გასაკეთებელი, რადგან ჭარბვალიანობაზე მართლაც უკვე დიდი ხანია საუბარია და რაც უფრო სწრაფად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მით უფრო სწორი იქნება. 

როდესაც ბატონი ბახტაძე იყო ფინანსთა მინისტრი ჩვენ ერთად ვსაქმიანობდით და ის ახალი ინიციატივა განათლებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენ პარტნიორობას დავამყარებთ”, - ამბობს ბუცხრიკიძე. 

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის მიდგომებს ბანკებთან მიმართებაში, ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ TBC ბანკი არასდროს იყო მაღალპროცენტიანი სესხების ბაზარზე შესული . 

„რაც შეეხება თვითონ ჭარბვალიანობას, ეს ძირითადად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. თუ შევადარებთ საკრედიტო პორტფელის ხარისხს, ვნახავთ, რომ ამ ტიპის სესხებს იძლევიან ბანკები ძირითადად ბიზნეს სესხების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ ჭარბვალიანობა გამოწვეულია ძირითადად მიკროსაფინანსო კომპანიების დაფინანსებით. ბოლო ინიციატივები, რომელიც განაკვეთის 50%-მდე შემცირებას გულისხმობს არის სწორი,- აცხადებს ბუცხრიკიძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი