ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.329 პროცენტით განისაზღვრა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი