"სამომხმარებლო სესხებისა და განვადებების მოცულობა შემცირებულია", - ასე აფასებს ახალ რეგულაციებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე. 

როგორც კიკნაველიძე ამბობს, ამ ეტაპზე რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება თუ რა რაოდენობით შემცირდა გაცემული სამომხმარებლო სესხებისა და განვადებების რაოდენობა, თუმცა ზოგადი შეფასებთ მათი რაოდენობა შემცირებულია. 

„ჯერ-ჯერობით რთულია ზოგადი მთლიანი შედეგების შეფასება. შეჯამება ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა მაინც ვიტყოდი რომ ახალ რეგულაციებს გავლენა ჰქონდა, როგორც სამომხმარებლო სესხების ისე განვადებების გაცემაზე, ისინი რა თქმა უნდა შემცირდა“, აცხადებს კახა კიკნაველიძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი