„სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით  საკრედიტო- საგრანტო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესისგანვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს.

საკრედიტო - საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცეპრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში.

„მოგეხსენებათ, ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა დონორ რგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმას, რომელიც ასე გვჭირდება",  - განაცხადა ქუმსიშვილმა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი