საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი“ განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი გაისად 54 მლნ 696 ათასი ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება. ანაზღაურება არ გაეზრდებათ არც კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს,  ვიცე-სპიკერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ  სხდომაზე.

ასევე პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც დეპუტატების ხელფასების ზრდას ეხება. ჩუგოშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე.

5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელო პარლამენტის რეგლამენტით დადგინდება და ის ფიქსირებული 4624 ლარი იქნება. ამ ოდენობას დაემატება სადეპუტატო უფლებამოსილების თანხაც.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი