პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოში განხოცილებული ინვესტიციებით იპირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 29.6 პროცენტით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 18.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ჩინეთი - 14.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის I კვარტალში 78.7 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 110.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 69.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 40.2 მლნ. აშშ დოლარით.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი