საქართველოში მოქალაქეები (როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი პირები) აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში. ინფორმაციას საქსტატის სამსახურზე დაყრდნობით "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. 

თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას. 


2017 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებულ მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და ა.შ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი