მიმდინარე წლის 1 კვარტლის მონაცემებით კომეციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 19 მილიარდ 621 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ბოლოს არსებულ მოცულობას 161 მილიონით ჩამორჩება. რაც შეეხება გასული წლის პირველ კვარტალს, მასთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა წელს 3 მილიარდ 552 მილიონითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ზრდა, ძირითადად ლარში არსებული დეპოზიტების მოცულობის მატებამ განაპირობა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარში დეპოზიტების 37,2% ია განთავსებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6% ით მეტია, რაც შეეხება დოლარს, ამ ვალუტაში დეპოზიტების 62,8%-ია განთავსებული. დეპოზიტების დოლარიზაცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4%-ითაა შემცირებული. 

ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე წლის 1 კვარტალში 7,3%-ია, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2%-ით მეტია. დოლარში დეპოზიტებზე კი საშაულო საპროცენტო განაკვეთი 0,7%-ითაა შემცირებული და 2,4%-ზე ფიქსირდება.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი